ეხლა ვფიქრობ, პირველი პოსტია და რა დავწეროოო? დღევანდელი დღე მაინც და მაინც ჭეშმარიტებაზე და ცხოვრებაზე დასაფიქრებელი არ ყოფილა დაა… მარა გართობა და დროს ტარებაც თავის თავად დასაფიქრებელია. ყოველი დღე იმით იწყება რო ვფიქრობა ” არა ვსო ხვალისთვის უეჭველი ვისწავლი ყველაფერს, დღესაც კარგად მოვიქცევი, სახლში მალე დავბრუნდები” მარა რავიცი ეს იშვიათად გამომდის.ხო ღამეც ძირითადად იმაზე ვფიქრობ რო ამდენი დროის ხარჯვა ასე უზაროდ არ ღირს.

    ხო ლექციების მერე კი ყოველთვის იმას ვფიქრობ ” აუ ჯერ რა ადრეა სახლში რო მივიდე რა გავაკეთოო? მოდი რა სადმე წავიდეთ”

   კიდევ კარგი ჩემი ჭკვის დაქალები და ძმაკაცები მყავს თორე რა მეშველებოდა? ალბად მონაზონი გავხდებოდი. ასე რომ სახლში წამოსვლის გეგმები ყოველთვის იცვლება შუადღის 2 ან 3 საათისთვის. დღესაც არ ყოფილა გამონაკლისი და ასე ამოვყავი თავი ჯერ კუსტბაზე,შემდეგ მცხეთაში და ვაკეში, საბურთალოზე, ვარკეთილში და ბოლოს მშობლიურ ისანსაც მოვაღწიე. მართალია ისევ ფუჭად გავიყვანე დღე, მარა კარგად გავატარე დრო მეგობრებთან ერთად, თანაც როცა ძალაინ გშია და  მიასკდები საჭმელს უკვე ჭამის კაიფში ვიყავით. სიტუაციაც მოგვეწონა ბუნებაში მდინარესთან თან კუს ტბიდან  მომავლები, სადაც ერთი კრუგი დავარტყით საკმაოდ მაღალ ქუსლიანი ( 9სმ)  ტუფლით.მიმტანიც კარგი გყვავდა “ანზორი” მარა ბოლოს კი გამაბრაზა ბარსა მოიგებსო. თუ მანჩესტერმა მოიგო 28 ში მოუწევს “ანზორის” თავანის ჩაბარება და კარგი ხბოს მწვადების შეწვა თუ არადა პირიქით მოხდება.

DSC06677 

DSC06669

ესეც ჩვენ მე ჩემი გიჟი დაქალი და მისი ბავშვობის ძმა და მეგობარი ჯიმი.

ხო არც უნივერსიტეტში ვიკლებთ გართობას მარა როცა უკეთესი ვარიანტია გამოსვლას ვამჯობინებთ.ესეც მეე გაოგნებული შევღიმი მარის, ნეტა რას აკეთებდა? აღარ მახსოვ თორე ეხლაც გამეცინებოდა. ხო მოკლედ დღევანდელი დღის ფილოსოფიები გადმოვაფრქვიე და ამოვწურე.

1 Response so far »

  1. 1

    Lilu said,

    “კიდევ კარგი ჩემი ჭკვის დაქალები და ძმაკაცები მყავს თორე რა მეშველებოდა? ალბად მონაზონი გავხდებოდი.” >>> შენ ეს ზუსთად ვიცი არ გემუქრება, რამეს მაინც მოიფიქრებ ყოველთვის ;-)


Comment RSS · TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.